ბოლო განახლება: 18 ნოემბერი 2020

MARRIOTT GROUP - ის გლობალური კონფიდენციალურობის განაცხადი

Marriott Group Opens in a new browser window გაფასებთ როგორც ჩვენ სტუმარს და აცნობიერებს, რომ თქვენთვის კონფიდენციალობა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორც ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სხვა მონაცემებს (ერთობლივად, „მონაცემები“).

კონფიდენციალურობის პრიორიტეტები

Marriott- ში ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია და არჩევანი. ქვემოთ მოცემული ოფციები საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი პრიორიტეტები: რას და რა რაოდენობით გვიზიარებთ ჩვენ და როდის და როგორ იგებთ ჩვენგან.

Open

ჩვენ გვსურს, გავიგოთ რა არის თქვენთვის შესაფერისი და უზრუნველვჰყოთ, რომ გქონდეთ ინდივიდუალური გამოცდილება. როგორც ზემოთ, ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში დეტალურად არის აღწერილი, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ვებგვერდებზე ციფრულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მზა ჩანაწერები და ტეგებს. მზა ჩანაწერები ასევე გვეხმარება მოგაწოდოთ, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები. თქვენი პრიორიტეტების დასარეგულირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს მონიტორინგის პარამეტრების გვერდს Open in a new browser tab.

Open

გვსურს ჩვენი დაკავშირების სიხშირე და შინაარსი იყოს თქვენთვის გამოსადეგი და საჭირო. თქვენი პარამეტრების ანსაზღვრისათვის, გთხოვთ, შედით თქვენს ლოიალურობის ანგარიშის პროფილზე და აირჩიეთ კომუნიკაციის პარამეტრები.
გამოწერის გასაუქმებლად გამოიყენეთ ჩვენს შორის წარმოებული ნებისმიერი კომუნიკაციის ბოლოს მითითებული ბმული. შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ იტყვით ჩვენი მხრიდან კომუნიკაციაზე უარს, ჩვენ კვლავ გამოგიგზავნით ტრანზაქციურ შეტყობინებებს თქვენს ჯავშნებზე ან დარჩენასთან დაკავშირებით, ჩამოსვლამდელი შეტყობინებების, დასტურის და სტუმართა კმაყოფილების კვლევებს.

Open

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პირად მონაცემებზე, რომლებიც ჩვენ მოგვაწოდეთ, გსურთ მოითხოვოთ წვდომა, მათი შეცვლა, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან მათი დამუშავების გასაჩივრება, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების ელექტრონული ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (იმდენად, რამდენადაც ეს უფლება არის კანონით თქვენთვის მინიჭებული), გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კითხვები ჩვენ პროცესთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ privacy@marriott.com -ზე, ან ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:

Marriott International, Inc.
Global Compliance, Privacy
10400 Fernwood Road
Bethesda, MD 20817
ამერიკის შეერთებული შტატები

EEA საკონტაქტო ინფორმაცია:
Marriott Hotels Limited
Global Compliance
Barnard’s Inn
86 Fetter Lane
London EC4A 1EN
გაერთიანებული სამეფო

თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ელექტრონულ მისამართთან და/ან ნდობის ანგარიშის ნომერთან, რომელსაც აიდენტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში, და შესაძლოა ჩვენ დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება, სანამ თქვენი მოთხოვნა შესრულდება. იმ შემთხვევაში თუ ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა დაგაკისროთ შესაბამისი გადასახადი, რომ დავფაროთ ხარჯები თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ.

Marriott ითვალისწინებს და პატივს სცემს ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობას და ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა გონივრულ ვადაში შესაბამისი კანონის დაცვით.

მონაცემები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ აღწერს Marriott Group-ის კონფიდენციალობის პრაქტიკას იმ მონაცემების მიმართ, რომლებსაც ვაგროვებთ:

  • ვებ-გვერდების საშუალებით, რომლებიც იმართება ჩვენს მიერ, საიდანაც თქვენ გაქვთ წვდომა წინამდებარე განცხადებაზე კონფიდენციალუობის შესახებ, მათ შორის Marriott.com და სხვა ვებ-გვერდებით, რომელიც ეკუთვნის ან კონტროლირდება Marriott Group-ის მიერ (ერთობლივად, ვებ-გვერდები);
  • პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფილია ჩვენს მიერ კომპიუტერებიდან და მობილური მოწყობილობებიდან გამოსაყენებლად (აპები);
  • ჩვენი სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, საიდანაც თქვენ გაქვთ წვდომა წინამდებარე განცხადებაზე კონფიდენციალობის შესახებ (ერთობლივად სოციალური ქსელის გვერდები);
  • ელ. ფოსტების საშუალებით, რომლებსაც ჩვენ გიგზავნით ბმულით წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაზე და თქვენი ჩვენთან ონლაინ და პირადი კომუნიკაციების საშუალებით;
  • მესამე მხარისგან, როგორიცაა ავტორიზებული ლიცენზიატი, სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორები, მფლობელები და ფრანშიზის მიმღებები და სხვა წყაროები, როგორიცაა საჯარო მონაცემთა ბაზები, მარკეტინგის პარტნიორები და სხვა მესამე პირები; და
  • როდესაც გვესტუმრებით ან რჩებით როგორც სტუმარი ჩვენს ერთ-ერთ საკუთრებაში, ან სახლებში და ვილებში შემოთავაზებული Marriott International პლატფორმის მიერ წარმოდგენილი სახლებითა და ვილებით (Homes and Villas), ან სხვა ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციებში (ერთობლივად,საკუთრებების სტუმრობა და ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციები).

ერთობლივად, ჩვენ ვგულისხმობთ ვებგვერდებს, აპებს, და საკუთრებების სტუმრობა და ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციებთან ერთად “მომსახურებებს”. წინამდებარე სერვისების გამოყენებით, თქვენ თანხმდებით აღნიშნული კონფიდენციალობის შესახებ განცხადების წესებსა და პირობებზე.

დასაწყისში დაბრუნება

მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ

თქვენი სტუმრობის განმავლობაში, შეხების წერტილებში ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს კანონის შესაბამისად, რათა უკეთესად მოგემსახუროთ: პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება, როგორც ინდივიდის ან გიკავშირდებოდეთ თქვენ, როგორც იდენფიცირებად ინდივიდს:

  • სახელი, გვარი
  • სქესი
  • საფოსტო მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ-ფოსტის მისამართი
  • საკრედიტო და სადებეტო ბარათის ნომრები ან სხვა საგადახდო მონაცემები
  • ენის პრეფერენცია
  • დაბადების თარიღი და ადგილი
  • ეროვნება, პასპორტი, ვიზა ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • მნიშვნელოვანი თარიღები: დაბადების დღეები, იუბილეები და განსაკუთრებული შემთხვევები
  • ერთგულების პროგრამის წევრობის მონაცემები (მათ შორის თანა-ბრენდირებული ბარათები, მოგზაურობის პარტნიორი პროგრამების კავშირები)
  • დამსაქმებლის დეტალები
  • მოგზაურობის განრიგი, ტურისტული ჯგუფები ან სხვა აქტივობის მონაცემები
  • წინა სტუმრობები და ინტერაქციები, შეძენილი პროდუქტები და სერვისები, მოთხოვნები სპეციალურ სერვისისებზე და კეთილმოწყობილობებზე.
  • სოციალური მედიის ანგარიშის ID, პროფილის ფოტო ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი სოციალური ქსელიდან ან ლოიალობის ანგარიშიდან

შედარებით შეზღუდულ გარემოებებში, ჩვენ შესაძლოა ასევე შევაგროვოთ შემდეგი:

  • მონაცემები ოჯახის წევრებისა და თანმხლები პირების შესახებ, სახელები და გვარები და ბავშვების ასაკი
  • ბიომეტრიული მონაცემები
  • ფინანსური ინფორმაცია
  • სურათები და ვიდეო და აუდიო მონაცემები შემდეგის საშუალებით: (ა) უსაფრთხოების კამერების საშუალებით, რომლებიც განთავსებულია ჩვენი საკუთრების საჯარო ადგილებში, როგორებიცაა კორიდორი და ვესტიბიული. ასევე (ბ) კამერების საშუალებით, რომლებსაც ატარებენ ჩვენი დანაკარგის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებელი ოფიცრები და სხვა უსაფრთხოების პერსონალი.

ჩვენ ასევე შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი უპირატესობების შესახებ, რომელსაც ვიყენებთ, რათა თქვენი მიმდინარე და მომავალი ვიზიტები და გამოცდილება გავხადოთ უფრო სასიამოვნო, მათ შორის, ინფორმაცია თქვენი ინტერესების და თქვენთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიგებთ თქვენი ვიზიტის დროს. ეს აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს თქვენ მიერ ჩვენი სერვისების მოწონებას ან არ მოწონებას, რომელსაც ჩვენ შეგვატყობინებთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება და თქვენი კვებასთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ, რათა უზრუნველვყოთ თქვენი კეთილდღეობა. აგრეთვე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი „პერსონალური უპირატესობების” შესახებ, რაც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებულ იუბილეებს (როგორიცაა დაბადების დღე ან ქორწინების წლისთავი), როგორი ტიპის აქტივობაში გირჩევნიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენთან დარჩენისას და ინფორმაციას თქვენი ინტერესების შესახებ. პერსონალური უპირატესობები აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთან მოგზაურობთ ხოლმე, მათთან თქვენი კავშირი და ინფორმაცია თქვენი ოჯახური სტატუსის შესახებ.

თუ თქვენ წარადგენთ პერსონალურ მონაცემებს სხვა პირთა შესახებ ჩვენთან ან ჩვენი მომსახურებების პროვაიდერებთან (მაგ., თუ გააკეთებთ ჯავშანს სხვა პირისთვის), თქვენ ამით აცხადებთ, რომ გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილება და ნებას გვაძლევთ გამოვიყენოთ წარდგენილი მონაცემები წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადების შესაბამისად.

დასაწყისში დაბრუნება

მზა ჩანაწერები და სხვა მონაცემები

ჩვენ ასევე შესაძლოა მოვაგროვოთ „სხვა მონაცემები”, რომელიც არ გამოავლენს თქვენს კონკრეტულ იდენტობას ან არ ექნება პირდაპირი კავშირი ფიზიკურ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ „სხვა მონაცემები“ გამოავლენს თქვენს პიროვნებას ან დაკავშირებული იქნება რომელიმე ინდივიდთან, ჩვენ ამ სხვა მონაცემებს განვიხილავთ როგორც პერსონალურ მონაცემებს. სხვა მონაცემები მოიცავს:

  • თქვენს ბრაუზერს ან მოწყობილობას. ჩვენ გარკვეული სახის მონაცემებს ვიღებთ თქვენი ბრაუზერის საშუალებით ან ავტომატურად თქვენი მოწყობილობიდან, როგორებიცაა მონაცემებზე წვდომის მართვის (MAC) მისამართი, კომპიუტერის ტიპი (Windows ან Macintosh), ეკრანის რეზოლუცია, ოპერაციული სისტემის სახელი და ვერსია, მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ენა, ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი და იმ ონლაინ მომსახურების (როგორებიცაა აპლიკაციები) ვერსია და სახელი, რომლებსაც თქვენ იყენებთ. ჩვენ ვიყენებთ ამ მონაცემებს იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ რომ, ონლაინ მომსახურებები სათანადოდ ფუნქციონირებს.
  • თქვენ მიერ აპლიკაციების გამოყენება. თქვენ მიერ აპლიკაციის ჩამოტვირთვის და გამოყენების დროს, ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ მონაცემებს, როგორიც არის მონაცემები აპლიკაციის გამოყენების შესახებ, ჩვენს სერვერებზე თქვენს მოწყობილობაზე არსებული აპლიკაციის წვდომის თარიღი და დრო, და აპლიკაციაში რა მონაცემები და ფაილები იქნა ჩამოტვირთული თქვენი მოწყობილობის ნომრის საფუძველზე. ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ მონაცემებს ონლაინ მომსახურებების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენი აპლიკაციები შესაძლოა შეიცავდნენ მესამე მხარეების პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპლექტებს (SDKs), რომლებმაც შეიძლება შეაგროვონ და გადასცენ სხვა მონაცემები აპლიკაციაში სხვადასხვა პარამეტრის ჩასართავად. აგრეთვე, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ მობილური მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორები თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და პერსონალიზაციისთვის და სხვადასხვა პროდუქტის, კონტენტის ან რეკლამის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე, აპლიკაციებში ან გარე რეკლამებზე საჩვენებლად.
    • თქვენს აპლიკაციაში მობილური მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორების შეგროვების უპირატესობების შეცვლა. თქვენს Bonvoy™ მობილურ აპლიკაციაში შეგიძლიათ დააყენოთ უპირატესობები აპლიკაციაში შესვლით, გადადით აპლიკაციის „ანგარიშის“ განყოფილებაში, აირჩიეთ პარამეტრების ღილაკი (მრგვალი სამარჯვის ხატულა), რომელიც განთავსებულია ანგარიშის ნაწილის ქვედა მარჯვენა მხარეს, აირჩიეთ „საკომუნიკაციო უპირატესობები“ და შემდეგ, „ჩვენი პარტნიორების შემოთავაზებები.“ აგრეთვე, შეგიძლიათ გადააყენოთ სარეკლამო იდენტიფიკატორები ან გამორთოთ ისინი თქვენს მობილური მოწყობილობის კონფიდენციალობის პარამეტრებში.
    • არჩევითი აპლიკაციის პარამეტრები. ჩვენი აპლიკაციები შესაძლოა შეიცავდეს არჩევით პარამეტრებს, რომლის ხელმისაწვდომობასაც დეველოპერებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემა. თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი ნებართვა თქვენი მოწყობილობის ადგილმდებარეობით, კამერით ან სხვა ფუნქციებით სარგებლობისთვის (მაგ., თქვენი მოწყობილობის კამერის გამოყენება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციის დაფიქსირებისთვის). თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ამგვარი ფუნქციების გამოყენება, რა შემთხვევაშიც, ასეთ ფუნქციებზე დამოკიდებული აპლიკაციის პარამეტრები შესაძლოა თქვენთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. ამ ნებართვების სამართავად, გადადით მოწყობილობის პარამეტრებზე.
  • მზა ჩანაწერები. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ მონაცემებს მზა ჩანაწერებიდან, რომელიც წარმოადგენს იმ მონაცემების ნაწილს, რომელიც უშუალოდ იმ კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში ინახება, რომელსაც იყენებთ. მზა ჩანაწერები უფლებას გვაძლევს, შევაგროვოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა ბრაუზერის ტიპი, ონლაინ მომსახურებაზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, მონახულებული გვერდები, მითითებული საინფორმაციო რესურსის მაჩვენებელი (URL), ენობრივი უპირატესობები და სხვა კოლექტიური მოძრაობის მონაცემები. ჩვენ გამოვიყენებთ ფუნციურ მზა ჩანაწერებს უსაფრთხოების მიზნებისათვის, ნავიგაციის გამარტივებისათვის, მონაცემების დემონსტრირების ეფექტურობისათვის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისათვის, თქვენი გამოცდილების პერსონალიზებისათვის მაშინ, როდესაც იყენებთ ონლაინ სერვისებს და იმისათვის, რომ ამოვიცნოთ თქვენი კომპიუტერი, რათა დაგეხმაროთ ონლაინ სერვისებით სარგებლობაში. ჩვენ ასევე ვაგროვებთ სტატისტიკურ მზა ჩანაწერების მონაცემებს ონლაინ სერვისების მოხმარების შესახებ, იმისათვის, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ დიზაინი და ფუნქციონირება, გავიგოთ თუ როგორ გამოიყენებიან ისინი და გადავწყვიტოთ საკითხები. სარეკლამო მზა ჩანაწერები შემდგომ გვაძლევს საშუალებას, ამოვირჩიოთ ის რეკლამები თუ შეთავაზებები, რომლებიც თქვენ ყველაზე მეტად გხიბლავთ, და გამოვაჩინოთ ისინი, მაშინ როდესაც სარგებლობთ ონლაინ მომსახურებებით. ჩვენ ასევე ვიყენებთ მათ მარკეტინგული ელ-ფოსტების გასაგზავნად და ონლაინ რეკლამებსა და მარკეტინგულ ელ-ფოსტებზე გამოხმაურებების თვალის სადევნებლად. თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი მზა ჩანაწერებზე: http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/index.html Open in a new browser tab.
    • მზა ჩანაწერებზე უარის თქმა:
      • თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ მზა ჩანაწერებს თქვენს ბრაუზერში პარამეტრების შეცვლით ან თქვენი თვალსადევნებელი პარამეტრების მართვით „თვალსადევნებელის პარამეტრებზე“ დაწკაპუნებით, რომელიც მდებარეობს ჩვენი მთავარი გვერდის ქვემოთ. თუმცა, თუ არ დაეთანხმებით მზა ჩანაწერებს, თქვენ შეიძლება განიცადოთ გარკვეული დისკომფორტი ონლაინ სერვისების გამოყენების მხრივ. მაგალითად, ჩვენ ვერ ვიცნობთ თქვენს კომპიუტერს, და თქვენ ყოველ ჯერზე მოგიწევთ სისტემაში შესვლა. თქვენ ჩვენგან არ მიიღებთ ისეთ რეკლამებს და შემოთავაზებებს, რომელიც თქვენს ინტერესებს და საჭიროებებს შეესაბამება. ამჯერად, ჩვენ არ ვპასუხობთ ბრაუზერების “Do-Not-Track” სიგნალებს.
    • მესამე მხარის რეკლამები. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის სარეკლამო კომპანიები რეკლამირებისთვის იმ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ ონლაინ მომსახურებაზე, სხვა ვებ-საიტების ან ონლაინ სერვისების თქვენს მიერ წვდომისა და მათი გამოყენების დროს. მსგავსი რეკლამების მოსაწოდებლად, ეს კომპანიები ათავსებენ ან ამოიცნობენ უნიკალურ მზა ჩანაწერს თქვენს ბრაუზერში (მათ შორის პიქსელ ტეგების გამოყენების საშუალებით). თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია აღნიშნული პრაქტიკის შესახებ და მასთან დაკავშირებული თქვენი არჩევანის შესახებ, მაშინ გთხოვთ მოინახულოთ http://www.networkadvertising.org/managing/opt_out.asp Open in a new browser tab და http://www.aboutads.info/ Open in a new browser tab.
  • პიქსელური ტეგები და მსგავსი ტექნოლოგიები. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს პიქსელური ტეგებიდან (ასევე ცნობილი, როგორც ვებ-შუქურები და გრაფიკული გაცვლის ფორმატები - GIFs), რომლებიც ასევე გამოიყენება სხვა ონლაინ მომსახურებაში სხვა საქმიანობებთან ერთად იმისათვის, რომ აკონტროლოს ონლაინ მომსახურების მომხმარებლის ქმედებები (მათ შორის ელ-ფოსტის მიმღებების), გაზომოს ჩვენი მარკეტინგული კამპანიების წარმატება და ააგოს ონლაინ სერვისების მოხმარების სტატისტიკა.
  • ანალიტიკა. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Google-ის ანალიტიკის და Adobe-ის ანალიტიკის საშუალებით, რომლებიც გამოიყენებენ მზა ჩანაწერებს და ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ შეაგროვონ და გაანალიზონ სერვისების მოხმარების მონაცემები. ეს სერვისები აგროვებენ მონაცემებს სხვა ვებ-გვერდების, აპლიკაციების და ონლაინ რესურსების გამოყენების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი Google-ის პრაქტიკებთან დაკავშირებით, თუ გადახვალთ www.google.com/policies/privacy/‌partners/ Open in a new browser tab და უარს განაცხადებთ Google Analytics-ის გადმოტვირთვით ბრაუზერის add-on-ის გათიშვით, რომელიც ხელმისაწვდომია აქ https://tools.google.com/dlpage/gaoptout Open in a new browser tab. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი Adobe-ის შესახებ და უარი განაცხადოთ http://www.adobe.com/privacy/opt-out.html Open in a new browser tab სტუმრობით.
  • Adobe Flash ტექნოლოგია (როგორიც არის Flash Local Shared Objects (“Flash LSOs”)) და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Flash LSO-ების და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით ზოგ სხვა ვებ-გვერდზე, რომლებიც ბევრი სხვა საქმიანობის გარდა, გამოიყენება იმისათვის, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ მონაცემები თქვენს მიერ ონლაინ მომსახურებების გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ, Flash LSOs ინახებოდეს თქვენს კომპიუტერში, შეგიძლიათ დაარეგულიროთ Flash ჩამრთველის პარამეტრები, იმისათვის, რომ დაბლოკოთ Flash LSO-ის საცავი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მოთავსებულია ვებ-გვერდის შენახვის პარამეტრების პანელში Open in a new browser tab. თქვენ ასევ შეგიძლიათ აკონტროლოთ Flash LSO-ები, Global Storage Settings Panel-ში შესვლით, მდებარე Open in a new browser tab და უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას (რომელიც ასევე მოიცავს ინსტრუქციებს, რომლებიც განმარტავენ, მაგალითად როგორ წაშალოთ არსებული Flash LSO-ები (მოხსენიებული როგორც „ინფორმაცია“ Macromedia-ის საიტზე), როგორ აიცილოთ თავიდან Flash LSO-ების განთავსება თქვენს კომპიუტერზე თქვენი ნებართვის გარეშე და (Flash Player 8-ისთვის და შემდგომისთვის) როგორ დაბლოკოთ Flash LSO-ები, რომელიც არ არის იმ ოპერატორის მიერ მოწოდებული, რომლის გვერდზეც იმყოფებით იმ მომენტისათვის). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Flash Player-ის ისეთ პარამეტრზე დაყენებამ, რომელიც კრძალავს ან შეზღუდავს Flash LSO-ების მიღებას, შესაძლოა შეამციროს ან დააბრკოლოს ზოგიერთი Flash აპლიკაციის ფუნქციონალობა, მათ შორის მათი, რომლებიც გამოიყენება ონლაინ მომსახურებებთან. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილეთ https://helpx.adobe.com/flash-player/kb/disable-local-shared-objects-flash.html Open in a new browser tab.
  • თქვენი IP მისამართი. ჩვენ ვაგროვებთ თქვენს IP მისამართს, ნომერს, რომელიც ავტომატურად ენიჭება კომპიუტერს, რომელსაც იყენებთ თქვენი ინტერნეტ სერვის პროვაიდერის საშუალებით (ISP). IP მისამართი ავტომატურად იდენტიფიცირდება და ხდება ჩვენს სერვერზე შესვლის ფაილებში, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს ონლაინ სერვისებით, ისევე როგორც ვიზიტის დრო და ის გვერდები, რომლებიც მოინახულეს. ჩვენ ვიყენებთ IP მისამართებს იმისათვის, რომ გამოვთვალოთ გამოყენების დონეები, მოვახდინოთ სერვერის პრობლემების დიაგნოსტიკა და ონლაინ სერვისების ადმინისტრირება. ჩვენ ასევე შესაძლოა მივიღოთ თქვენი სავარაუდო ადგილმდებარეობა თქვენი IP მისამართიდან.
  • აგრეგირებული და სეგმენტირებული მონაცემები. ჩვენ შესაძლოა დავაჯგუფოთ ის მონაცემები, რომლებიც შევაგროვეთ და ეს აგრეგირებული მონაცემები არ იქნება პირადად თქვენი ან რომელიმე სხვა მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი. ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც პერსონალური მონაცემები, ასევე სხვა მონაცემები, რომ მომხმარებლები დავყოთ სეგმენტებად ან ჯგუფებად, რომ უზრუნველეყოს უფრო შესაფერისი რეკლამირება.
  • ლოკაციაზე დამყარებული სერვისები: ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ თქვენი მოწყობილობის ზუსტი ფიზიკური ადგილმდებარეობა, სატელიტის, მობილური კავშირის ანძის, WiFi სიგნალის ან სხვა ტექნოლოგიის საშუალებით. ჩვენ ამ მონაცემებს შევაგროვებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ აპლიკაციის ან სხვა პროგრამის საშუალებით (პროგრამაში პირველად შესვლის დროს ან მოგვიანებით), იმისათვის რომ მიიღოთ განსაკუთრებული შეთავაზებები და გაააქტიუროთ მდებარეობაზე ორიენტირებული პროდუქტები თქვენს მობილურზე. თუ თქვენ აირჩიეთ თქვენი ადგილმდებარეობის გაზიარება, აპლიკაცია ან სხვა პროგრამა გააგრძელებს მონაცემების შეგროვებას ადგილმდებარეობის შესახებ იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორ გსურთ გააზიაროთ მონაცემები.
    • ადგილმდებარეობის გათიშვა: მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს მოწყობილობის ოპერაციული სისტემიდან ადგილმდებარეობის უწყვეტი გაზიარება, მხოლოდ მაშინ როდესაც აპლიკაცია არის გამოყენებაში, ან არასდროს. თუ აირჩევთ მხოლოდ იმ პერიოდს, როდესაც აპლიკაცია გამოიყენება, ჩვენ გვექნება წვდომა მონაცემებზე, სანამ არ გამოხვალთ ან გათიშავთ აპლიკაციას ან თუ იყენებთ თქვენი ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის პარამეტრებს ადგილმდებარეობის შესაძლებლობების დეაქტივაციისთვის განკუთვნილი Bonvoy™ -ის აპლიკაციისთვის ან სხვა პროგრამისთვის.

დასაწყისში დაბრუნება

როგორ და სად ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ აღწერს Marriott Group-ის კონფიდენციალობის პრაქტიკებს პერსონალური და სხვა მონაცემების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ შემდეგის საშუალებით:

  • ონლაინ მომსახურებები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს, როდესაც თქვენ ურთიერთმოქმედებთ ჩვენს ონლაინ მომსახურებებთან, ისეთი მოქმედებების განხორციელებით, როგორიც არის, და არა მარტო, ბრაუზინგი, დაჯავშნა, ჩვენი ვებგ-ვერდებიდან ან აპლიკაციებიდან საქონლის და სერვისების შეძენა, ჩვენთან კომუნიკაცია, ან სხვაგვარად ჩვენთან დაკავშირება ან სოციალურ ქსელის გვერდებზე პოსტების განთავსება, ან სიახლეების გამოწერა ან გამოკითხვაში, კონკურსში ან სააქციო შეთავაზებებში მონაწილეობა.
  • საკუთრების მონახულება და კავშირს გარე ინტერაქციები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ობიექტებს, სახლებს ან ვილებს, ან სარგებლობთ ისეთი ობიექტის მომსახურებებით და სავაჭრო წერტილებით, რესტორნები, კონსიერჟის მომსახურება, ჯანმრთელობის კლუბები, ბავშვთა მოვლის სერვისები და სპა. ჩვენ ასევე ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, მაშინ როდესაც თქვენ ესწრებით ხელშემწყობ ღონისძიებებს, რომლებსაც ჩვენ ვმასპინძლობთ, ან რომელშიც ვმონაწილეობთ, ან იმ შემთხვევაში, როდესაც გვაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს ღონისძიებების ხელშეწყობისათვის.
  • კლიენტთა ზრუნვის ცენტრები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ აკეთებთ ჯავშანს ტელეფონის საშუალებით, გვეკონტაქტებით ელ-ფოსტით, ფაქსით, ონლაინ ჩატის სერვისით ან როდესაც უკავშირდებით კლიენტთა მომსახურებას. ეს კომუნიკაციები შესაძლოა ჩაიწეროს ხარისხის უზრუნველყოფის და სწავლების მიზნით.
  • მესაკუთრეები და ფრანშიზები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებული ობიექტებიდან, რომლებსაც ვმართავთ. ჩვენ ასევე ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებული ობიექტების ფრანშიზებისაგან, რომლებიც იმყოფებიან დამოუკიდებელ ფლობაში და იმართებიან ჩვენთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების ფარგლებში. მესაკუთრეები და ფრანშიზები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები. ფრანშიზის მიმღები არის მესამე მხარის ოპერატორები და მმართველი კომპანიები.
  • სახლებისა და ვილების საკუთრების მართვის კომპანიები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს კომპანიებისაგან და მათი მომსახურებების პროვაიდერებისაგან, რომლებიც მართავენ სახლებისა და ვილების საკუთრებებს, თქვენს ჯავშანებს სახლებსა და ვილებში, და უზრუნველყოფენ თქვენთვის დამატებით მხარდაჭერას თქვენი ვიზიტის დროს სახლებსა და ვილებში („სახლებისა და ვილების საკუთრებების მართვის კომპანიები“). სახლებისა და ვილების საკუთრებების მართვის კომპანიები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები.
  • უფლებამოსილი ლიცენზიატები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს იმ კომპანიებისაგან, რომლებთანაც ვაფორმებთ ლიცენზიას ან სხვა მსგავს ხელშეკრულებას, იმისათვის რომ მოხდეს Marriott Group-ის ბრენდის ქვეშ პროდუქციის და სერვისების გაყიდვა („უფლებამოსილი ლიცენზიის მქონე პირები“). უფლებამოსილი ლიცენზიის მქონე პირების მაგალითები მოიცავს ჩვენს დროით განაწილების პარტნიორებს, Marriott Vacations Worldwide Corporation-ს და Vistana Signature Experiences კორპორაციას. უფლებამოსილი ლიცენზიის მქონე პირების სხვა მაგალითები მოიცავს Cruise Yacht Optco Ltd. d/b/a The Ritz-Carlton Yacht Collection-ს, Marriott Group-ის ბრენდირებულ უძრავ ქონებას და ერთობლივად ბრენდირებულ საკრედიტო ბარათის პარტნიორებს. ავტორიზებული ლიცენზიატები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები.
  • სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს იმ კომპანიებისაგან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, იმისათვის, რომ უზრუნველგყოთ პროდუქციით, სერვისებით, ან იმ შეთავაზებებით, რომლებსაც ვამყარებთ თქვენს გამოცდიელბაზე ჩვენს საკუთრებებში ან სახლებსა და ვილებში, ან იმაზე დაყრდნობით, რასაც ვფიქრობთ, რომ წარმოადგენს თქვენი ინტერესის სფეროს (“სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორები”). სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორების მაგალითები გულისხმობს ობიექტებზე არსებულ სავაჭრო წერტილებს, მოგზაურობის და ტურის პარტნიორებს, დროებით პარტნიორებს, ავტომობილის გაქირავების პროვაიდერებს და სამოგზაურო ჯავშნების პლატფორმებს. სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები.
  • სხვა წყაროები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს საჯარო მონაცემთა ბაზებიდან, საერთო მარკეტინგული შეთანხმების მქონე პარტნიორებისა და სხვა მესამე პირებისგან.
  • ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენს საკუთრებაში არსებული ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებიდან. მაგალითად, როდესაც აკავშირებთ მოწყობილობას სასტუმროს ინტერნეტთან, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის ჭკვიანი ასისტენტი, იმისათვის, რომ მოირგოთ თქვენი საცხოვრებელი და თქვენივე გამოცდილება.

დასაწყისში დაბრუნება

რატომ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (სამართლებრივი საფუძველი)

მიზანიმიზანთან დაკავშირებული საქმიანობების აღწერასამართლებრივი საფუძვლები
დაჯავშნა და სტუმრების რეგისტრაციამოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: სასტუმროს აპარტამენტების და დაკავშირებული მომსახურებების ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა; მიღებამდე კომუნიკაციებში ჩართულობა (ლოგისტიკა, ცვლილებები, უპირატესობების მინიჭება, ა.შ.); და გადახდების და დეპოზიტური უზრუნველყოფის დამუშავება.

ფიზიკური პირისათვის კონტრაქტის შესრულება სტუმრის მიერ ოთახის დაჯავშნით

ლეგიტიმური ინტერესები ოთახის დამკვეთი ფიზიკური პირისათვის, მაგალითად, მისი რჩეული უპირატესობების გათვალისწინება, აგრეთვე იმ პირებისთვის, რომლებიც თან ახლავს მთავარ სტუმარს (მაგ. მეუღლე, ბავშვები, მეგობრები)

სამართლებრივი ვალდებულები, რომლებიც უკავშირდება ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოება.

ადგილზე მიღება და ვიზიტის მომსახურებებიმოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: სასტუმროში შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის ხელშეწყობა; გადახდების დამუშავება; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების და კონსულტაციის გაწევა ადგილზე მდებარე სერვისების შესახებ (წარსულში არსებულ მოხმარებაზე ან გამოხატულ უპირატესობებზე დაყრდნობით); კონსიერჟით უზრუნველყოფა; ბარგის შენახვა, და საპარკინგე მომსახურებები; სტუმრების სახელით მესამე მხარეების პროვაიდერებთან შეთანხმებების წარმოება (როგორიცაა ტურების და სხვა საექსკურსიო სანახაობების კოორდინირება, ტაქსით უზრუნველყოფა, შატლის და პირადი მძღოლის მომსახურებები; რესტორნებში და ღონისძიებებზე ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა); WiFi-ის, ტელევიზიის და სხვა საკომუნიკაციო მომსახურებების (მათ შორის ბიზნეს ცენტრის საშუალებები, როგორიცაა ფაქსი და ფოტოკოპირების მომსახურებები) და გასართობი სისტემების (როგორიცაა PlayStation-ები და მუსიკალური ფლეერები) უზრუნველყოფა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა; ოთახში საკვების უზრუნველყოფის ხელშეწყობა (მათ შორის სტუმრის მიერ ნახსენები ნებისმიერი კვებითი უპირატესობების და შეზღუდვების გათვალისწინება); ოთახში მომსახურების გაწევა (მათ შორის სპეციალური ბალიშის, გადასაფარებლის ან ნებისმიერი სხვა საშუალებების გათვალისწინება, რომელსაც გამოხატავს სტუმარი) და მშრალი წმენდის მომსახურებები; კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა; და ასაკთან დაკავშირებული შეზღუდული პროდუქტების და მომსახურებების დადგენა (როგორიცაა ალკოჰოლი ან ოთახში ზრდასრულთათვის განკუთვნილი გართობა).

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის სტუმრის მიერ მინიჭებული უპირატესობების გათვალისწინება (მაგ. ლიფტთან ახლოს მდებარე ოთახი ან ზედა სართული)

თანხმობა, როგორიც არის ინფორმაციის შეგროვება კვებითი უპირატესობების შესახებ, რომელსაც ირჩევს სტუმარი წარსადგენად

სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნომრების შეგროვება კანონის მოთხოვნისამებრ

კონფერენციები და ღონისძიებებიმოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: კლიენტებთან კომუნიკაცია კონფერენციების და სხვა ღონისძიებების დაგეგმარების თაობაზე („ღონისძიებები“); ღონისძიებების დაჯავშნის და შეკვეთების ხელშეწყობა; ღონისძიებების წინა მოსამზადებელ საქმიანობაში ჩართულობა (ლოგისტიკა, საცხოვრებელი, ცვლილებები და აშ.); ღონისძიებებისთვის მომზადება და კოორდინირება კლიენტის მითითების, მოლოდინების და რჩეული უპირატესობების შესაბამისად; კვების ორგანიზების ხელშეწყობა; ანგარიშის შესახებ კომუნიკაცია და კლიენტების მიერ დავალიანებების გამოთხოვება; გადასახადების და დეპოზირუტი უზრუნველყოფის დამუშავება; საკრედიტო ინფორმაციის შემოწმების წარმოება; კლიენტთა მოთხოვნების, კითხვების და საჩივრების მართვა; და ღონისძიების მონაწილეებთან კომუნიკაცია.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა საჩივრებზე ან ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემა

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

Marriott-ის ოპერაციები და ზოგადი ბიზნესიმოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მომხმარებლებზე ზრუნვის მომსახურებების ადმინისტრირება ჩვენს ნებისმიერ სერვისთან დაკავშირებული შეკითხვების, კომენტარების და საჩივრების მართვისთვის და ხელშეწყობისთვის (როგორც პირისპირი კომუნიკაცია, სატელეფონო საუბრის, ელ. ფოსტის, ან სოციალური ქსელის საშუალებით); უსაფრთხოების მართვა და თაღლითობის პრევენცია; ონლაინ მომსახურებების ადმინისტრირება (მათ შორის ხარვეზების გამოსწორება, მონაცემთა ანალიზი, ტესტირება, სისტემის მოვლა, მხარდაჭერა, რეპორტინგი, და მონაცემთა ჰოსტინგი); სერვისების გამოყენების მონიტორინგი, მათი ანალიზი და მონაცემთა ანალიტიკის გამოყენება მომსახურებების, მარკეტინგის, პროგრამების, კლიენტთა ზოგადი გამოცდილების, უკუკავშირის შეგროვების გასაუმჯობესებლად, პოტენციურად ახალი სერვისებისთვის საპილოტე პროგრამების წარმოება, და როგორც ახალი მომსახურების შემუშავება და ასევე არსებულის გაუმჯობესაბა; და ჩვენი ბიზნესის გაერთიანების, შესწყიდვების და სხვა რეორგანიზაციული და რესტრუქტურიზაციის (მათ შორის სამომავლო გარიგებები) პროცესების ხელშეწყობა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ონლაინ სერვისების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რათა ინდივიდებმა შეძლონ ჯავშვნების გაკეთება და ერთგულების ანაგარიშების მართვა

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა საჩივრებზე და საკითხებზე პასუხის გაცემა

თანხმობა, მაგალითად მარკეტინგული პროგრამებისთვის

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

რეაგირება გადაუდებელ შემთხვევებზე და ინციდენტებზემოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ადგილზე მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადგილზე უბედური, და სამედიცინო ან სხვა გადაუდებელი შემთხვევებზე (მათ შორის, სახლში ექიმის ვიზიტის მომსახურებების ხელშეწყობა) რეაგირება, მათი მართვა და დოკუმენტირება; აქტიურად საკუთრებების მონიტორინგი ინციდენტების სათანადო პრევენციისთვის, რეაგირებისთვის და დოკუმენტირებისთვის (მათ შორის CCTV); გადაუდებელი მომსახურებებისგან დახმარების მოთხოვნა; ინციდენტების და გადაუდებელი შემთხვევების დროს შეტყობინებების და გაფრთხილებების გაგზავნა (SMS, ელ. ფოსტის, ზარის, აუდიო-ვიდეო მოწყობილობის საშუალებით, ა.შ.).

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის სტუმრების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადგილზე მყოფი უსაფრთხოების პერსონალთან ინტერაქციის საშუალებით

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის სტუმრების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთრების CCTV-ით მონიტორინგის საშუალებით

სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ადგილზე მომხდარი შემთხვევების დოკუმენტირება

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის ავადმყოფი სტუმრისთვის სამედიცინო ან გადაუდებელ მომსახურებასთან დაკავშირება

სამართალი და შესაბამისობამოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მოქმედ კანონებთან შესაბამისობა; სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა; საჯარო და სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე რეაგირება; სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილება; ჩვენი წესებისა და პირობების დაცვის უზრუნველყოფა; ჩვენი ოპერაციების დაცვა; Marriott Group-ის, სტუმრების, ვიზიტორების და სხვა შესაბამისი ინდივიდების უფლებების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა; და საშუალების ქონა, რათა გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალებები და შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განიცადოს Marriott-მა.

სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის წესებისა და პირობების შესაბამისობის უზრუნველყოფა სავაჭრო ნიშნების დასაცავად

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის სამედიცინო ან გადაუდებელ მომსახურებასთან დაკავშირება დარღვევების ან სტუმრებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს

სპა, სილამაზის, გოლფის და ფიტნეს სერვისებიმოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა; მომსახურებაზე უფლების ქონის დადგენა; შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობასთან სხვა დაკავშირებული სხვა შეზღუდვების გათვალისწინება და შესაბამისი და უსაფრთხო ღონისძიებების, მომსახურებების, და მკურნალობის შეთავაზება, თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; გადახდების დამუშავება; მოთხოვნილი პროფესიონალური მომსახურებების გაწევის შეთანხმება სპეციალური მკურნალობებისთვის და მომსახურებებისთვის; და კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება

თანხმობა, როგორიც არის მასაჟის მომსახურების მოწოდებისას ინფორმაციის შეგროვება ზურგთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის პერსონალიზირებული მომსახურებების უზრუნველყოფა (მაგ., წარსულ აქტივობებზე დაყრდნობით გოლფის თამაშის შესაძლებლობების შეთავაზება)

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები (მაგ., როდესაც ინდივიდი ხდება ცუდად ფიტნეს მოწყობილობის გამოყენების დროს)

საკვების და გამაგრილებელი სასმელების მომსახურებამოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ჯავშნების ხელშეწყობა; დიეტური უპირატესობების გათვალისწინება; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; გადახდების დამუშავება; ჯავშნების მართვა; და კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება

თანხმობა, როგორიც არის ინფორმაციის შეგროვება კლიენტის დიეტური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ საკვების შეკვეთის დროს

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის პერსონალიზირებული მომსახურებების უზრუნველყოფა (მაგ., წარსულში არსებულ მოთხოვნებზე დაყრდნობით წითელი ღვინის შემოთავაზება)

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები (მაგ., როდესაც ერთ-ერთ ჩვენს რესტორანში პირი ცუდად ხდება)

ბავშვებთან დაკავშირებული მომსახურებები (მშობლებისთვის და კანონიერი მეურვეებისთვის)მოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ძიძის/სასტუმროს ძიძის, ბავშვთა კლუბის, და უმცროსი ასაკის პირებისთვის გოლფის პროგრამების მომსახურებების ხელშეწყობა; ჯავშნების და შეკვეთების ხელშეწყობა; სტუმრის მიერ არჩეული უპირატესობების, მითითებების და მოლოდინების შესაბამისად სასტუმროში დაბინავების მომზადება და კოორდინირება; გადახდების და საბილინგო მომსახურებები; საკვების უზრუნველყოფის მომსახურებები (მაგალითად, სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის ან სპეციალური ფასდაკლებები საუზმეებზე გარკვეული უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის).

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ოთახში მშობლებთან გარკვეული ასაკის ბავშვის ყოფნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გადასახადი ან ფასდაკლება

მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა, როგორიც არის ბავშვთა საჭიროებების მოგვარება

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის აკვანის ან ბავშვის ზომის საბანაო ხალათების და სხვა საშუალებების უზრუნველყოფა ბავშვებისთვის

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის ბავშვის ცუდად გახდომა ბავშვთა კლუბში მონაწილეობისას

ერთგულების პროგრამები, ანგარიშები და ურთიერთობის მენეჯმენტიმოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მომხმარებლების რეგისტრაცია ერთგულების და სხვა კლიენტების ანგარიშის პროგრამებში, და ასევე გადახდის ბარათების პროგრამებში; სხვადასხვა პროგრამებისა და დაკავშირებული სერვისების მიმართ შესაბამისობის დადგენა; ერთგულების პროგრამების მართვა; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; ონლაინ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა; გადახდების დამუშავება; წევრთა ინფორმირება პროგრამებში, წესებში და პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ; წევრების მოთხოვნების, საკითხების, საჩივრების მართვა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ქულების შეფასება და შეღავათების განაწილება

თანხმობა, როგორიც არის საკომუნიკაციო არხების უპირატესობების გათვალისწინება (მაგ., ელ. ფოსტა, SMS)

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა მიერ ქულების მოპოვეპის, მონიტორინგის და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული არჩეული საშუალებების მართვა

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

მარკეტინგი, აქციები და კონკურსებიამ მიზანთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობა, როგორიცაა: კომუნიკაცია იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს სტუმრებისთვის; შერჩეულ ვებ – გვერდებზე პროდუქტებისა და მომსახურების პერსონალიზირებული რეკლამირების მიწოდება, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს სეგმენტაციას და პროფილირებას (როგორც ეს ტერმინი განსაზღვრულია GDPR–ში); და მომხმარებელთა თხოვნების, მოთხოვნებისა და საჩივრების დამუშავება.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის კონკურსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება

თანხმობა, როგორიც არის საკომუნიკაციო არხების უპირატესობების გათვალისწინება (მაგ., ელ. ფოსტა, SMS)

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის მსგავსი პროდუქციისთვის და სერვისებისთვის რეკლამების უზრუნველყოფა

სამართლებრივი ვალდებულები, როგორიც არის ინფორმაციის მართვა შეჯიბრთან დაკავშირებული წესების შესაბამისად

მეტი ინფორმაცია თქვენი პერსონალური უპირატესობების შესახებ

ჩვენი მიზანია, უკეთ მოგემსახუროთ და დავაკმაყოფილოთ თქვენი მოლოდინები და თქვენთვის მასპინძლობის სასურველი დონე, თქვენს მიერ დაჯავშნის მომენტიდან ობიექტის დატოვებამდე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

მიზანიმიზანთან დაკავშირებული საქმიანობების აღწერასამართლებრივი საფუძვლები
იუბილეებიჩვენთან დარჩენისას, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ, გადაიხადოთ ნებისმიერი განსაკუთრებული მნიშვნელობის იუბილე ან დაბადების დღე. მაგალითისთვის, ჩვენ შესაძლოა ჩავინიშნოთ აღნიშნული თარიღები, რათა შევძლოთ გადაგცეთ დაბადების დღის ან იუბილის საჩუქარი.თანხმობა, სადაც შეესაბამება.
აქტივობის ტიპი და ჰობი (როგორიცაა, გამგზავრება სანაპიროზე, ძიძის სერვისი, ფიტნესი, მონაცემები მოგზაურობისა და ტრანსპორტირების შესახებ, ბავშვთა კლუბის თეატრი, რესტორნები ა.შ.)ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ თქვენთვის უზრუნველვყოფთ ისეთ სერვისებს, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. ამის შესასრულებლად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი უპირატესობები იმ აქტივობების სახეობათა შესახებ, რომელშიც მოგწონთ მონაწილეობა, რათა მომავალში ჩვენთან დარჩენისას შემოგთავაზოთ მსგავსი გამოცდილებები.თანხმობა, სადაც შეესაბამება.
კავშირები (ქმარი, ცოლი, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ა.შ.)ვაცნობიერებთ, რომ თქვენი უპირატესობები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ვისთან მოგზაურობთ (მაგალითისთვის, უპირატესობის მინიჭება ოთახის ტიპზე). ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი კავშირების შესახებ ჩანაწერები, რაც დაგვეხმარება გავხადოთ თქვენი Marriott-ში ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული. მაგალითისთვის, თუ გვეცოდინება, რომ მოგზაურობთ მცირე ასაკის ბავშვებთან, ჩვენ პროაქტიულად დავგეგმავთ დამატებით დაბინავების საშუალებებს, როგორიც არის აკვანი ან მგორავი ლოგინი.

ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი.

თანხმობა, სადაც შეესაბამება.

უპირატესობები საკუთრებებისთვის, კლუბებისთვის და ობიექტებისთვის.ჩვენთან დარჩენისას, ჩვენი სურვილია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი უზრუნველყოფა ისეთი სერვისებით, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. ამის შესასრულებლად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი უპირატესობები დაკავშირებული ჩვენს საკუთრებებთან, კლუბებთან და ობიექტებთან, რაც დამყარებულია თქვენს წინა უპირატესობებზე დაკავშირებულს ბავშვთა კლუბებთან, ძიძის სერვისებთან, სპასთან და სილამაზის სერვისებთან, გოლფთან, და რესტორნებთან და ფიტნესს საშუალებებთან.

ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი.

თანხმობა, სადაც შეესაბამება.

დიეტური უპირატესობებიჩვენთან დარჩენისას, ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ თქვენს უსაფრთხოებაში, კეთილდღეობაში და თქვენთვის სერვისების უზრუნველყოფაში, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. მაგალითისთვის, ჩვენ შესაძლოა ჩავინიშნოთ თქვენს მიერ მინიჭებული უპირატესობები საკვებზე ან გამაგრილებელ სასმელებზე, რათა მზად ვიყოთ თქვენი მოთხოვნისთვის ოთახში მომსახურებაზე ან თუ გადაწყვეტთ, ისადილოთ ერთ-ერთ ჩვენს კაფეში ან რესტორანში.

ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი.

თანხმობა, სადაც შეესაბამება.

როგორ და როდის ვაზიარებთ თქვენს მონაცემებს

ჩვენი მიზანია, გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მასპინძლობა და მომსახურებები, რისი მიღწევისთვისაც ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ და სხვა ინფორმაციას შემდეგ მხარეებს:

  • Marriott Group. ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ და სხვა ინფორმაციას Marriott Group Open in a new browser tab ში შემავალ სხვა კომპანიებს ამ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში აღწერილი მიზნების შესაბამისად, როგორიცაა სერვისების მიწოდება და პერსონალიზირება, თქვენთან კომუნიკაცია, ერთგულების პროგრამების ხელშეწყობა და ჩვენი ბიზნეს მიზნების შესრულება. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ და სხვა ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკუთრების დაჯავშნისათვის და Marriott -ის მიერ თქვენი ჯავშანი განსახორციელებლად და დასასრულებლად.
  • სერვისის პროვაიდერები: ჩვენ ვამჟღავნებთ პერსონალურ და სხვა ინფორმაციას მომსახურების გამწევ მესამე პირებთან, მაგალითისთვის კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებ-გვერდის ჰოსტინგს, მონაცემთა ანალიზს, გადახდის დამუშავებას, შეკვეთის შესრულებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მომხმარებლის მომსახურებას, ელექტრონული ფოსტის მიწოდებას, მარკეტინგს, აუდიტს და სხვა სერვისებს. იმისათვის, რომ ნახოთ ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა, რომელიც მომსახურების მიმწოდებლებისთვის ინფორმაციის გამჟღავნებასთან არის დაკავშირებული, სტუმრების მონაცემებისთვის გადადით ჩვენს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის გვერდზე.
  • ფრანშიზის მიმღები. ჩვენ ვაწვდით პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს მერიოტის ჯგუფის ბრენდირებული საკუთრების ფრანშიზის მიმღებს ამ გლობალური კონფიდენციალურობის განცხადებაში აღწერილი მიზნებისათვის.  ფრანშიზის მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის და, შესაბამისად, კვალიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი კონტროლიორები შემდეგი დამუშავებისთვის: ფრანშიზის მფლობელები და მათი მესამე მხარის ოპერატორები და მმართველი კომპანიები მართავენ და კოორდინაციას უწევენ სასტუმროებში თქვენს ყოფნას, რასაც ისინი ხელმძღვანელობენ რომ შეძლონ გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები ამ მიზნით. ფრანშიზის მიმღებთ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად, საკუთარი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის რეზერვაციისთვის და ჩანაწერებისათვის.
  • მფლობელები: ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებულ საკუთრებების მფლობელებს ისეთი მიზნებისთვის, რომელიც აღწერილია მოცემულ გლობალური კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში. მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისთვის და შესაბამისად კლასიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები შემდეგი დამუშავებისთვის: მფლობელებმა შესაძლოა ასევე გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დაიცვან თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერების ანგარიშგება.
  • სახლებისა და ვილების საკუთრების მართვის კომპანიები. ჩვენ ვუმჟღავნებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს სახლებისა და ვილების მართვის კომპანიებს და მათი მომსახურების პროვაიდერებს ამ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში აღწერილი მიზნების შესაბამისად, როგორიცაა სერვისების მიწოდება და პერსონალიზება, ერთგულების პროგრამების ხელშეწყობა და მათი მარკეტინგი.
  • ავტორიზებული ლიცენზიატები. კანონით დასაშვებ ფარგლებში, ჩვენ ვუმჟღავნებთ პერსონალურ და სხვა ინფორმაციას ჩვენს ავტორიზებულ ლიცენზიატებს, მათ შორის Ritz-Carleton Yacht Collection და Marriott Vacations Worldwide, ამ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში აღწერილი მიზნების შესაბამისად, როგორიცაა სერვისების მიწოდება და პერსონალიზება, თქვენი მოთხოვნების შესრულება და მათი მარკეტინგი. მაგალითისთვის, მოცემული გაზიარება საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ Marriott-ის ბრენდირებული საქონელი და მომსახურებები, მათ შორის დროებითი გაზიარების საკუთრებები.
  • საკუთრება და/ან სამოგზაურო პარტნიორები: ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია სპას, რესტორნებს, ჯანმრთელობის კლუბებს, კონსიერჟსა და სხვა უწყებებს, რომლებიც მდებარეობენ ჩვენს საკუთრებებში, რათა ვაწარმოოთ თქვენთვის ჩვენი სერვისების მიწოდება და მათი მარკეტინგი, როდესაც თქვენ ეწვევით Walt Disney World®-თან აფილირებულ ერთ-ერთ ჩვენს საკუთრებას, ისეთი როგორიც არის Disney Destinations, LLC და Walt Disney Travel Company®. მოცემული გაზიარება საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ერთი საერთო წყარო პაკეტების შესაძენად, მათ შორის მოგზაურობასთან დაკავშირებული მომსახურებები, როგორიცაა ავიაბილეთები, მანქანების დაქირავება და დასვენების პაკეტები.
  • სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორები. კანონით დასაშვებ ფარგლებში, ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ და სხვა ინფორმაციას რჩეულ სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქტებს, მომსახურებებს და შეთავაზებებს, რომელიც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს. სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორებთან ინფორმაციის გაზიარებით, ჩვენ გვეძლევა საშუალება წვდომა მოგცეთ თქვენთვის პერსონალიზებულ მომსახურებებზე და სამოგზაურო გამოცდილებებზე.
  • დაკავშირებული ანგარიშები და სააქციო საქმიანობა. ჩვენ პარტიორები არიან გარკვეული მესამე მხარეები, რომლებიც საშუალებას გაძლევენ ჩაერთოთ მათ მომსახურებებში ან მიიღოთ მონაწილეობა მათ აქციებში. მაგალითისთვის, გარკვეული კომპანიები საშუალებას გაძლევენ გამოიყენოთ თქვენი ერთგულების პროგრამების ნომერი ან ონლაინ მომსახურებების რეგისტრაცია ან დარეგისტრირდეთ მათ მომსახურებებზე. ეს კომპანიები მოიცავენ ავიახაზებს და მანქანების დაქირავების პროვაიდერებს და აგრეთვე შეჯიბრებების და კონკურსების სპონსორებს. ამის გარდა, თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის პროვაიდერი საშუალებას გაძლევთ, დაუკავშიროთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიში თქვენი ონლაინ მომსახურებების ანგარიშს ან შეხვიდეთ თქვენი ონლაინ ქსელის ანგარიშზე თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშიდან. ასეთ მომსახურებებში ჩართვისას, ჩვენ გავამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სხვა ინფორმაციას ამ მესამე მხარეებთან. თუ არ გსურთ, რომ გავუზიაროთ თქვენი პერსონალური და სხვა ინფორმაცია ამ გზით, მაშინ არ უნდა მიაწოდოთ თქვენი ერთგულების პროგრამის ნომერი მესამე მხარეებს, არ გამოიყენოთ თქვენი ონლაინ მომსახურებების რეგისტრაცია, რათა დარეგისტრირდეთ მესამე მხარეების აქციებში, და არ დაუკავშიროთ თქვენი ონლაინ მომსახურებების ანგარიში მესამე მხარეების მომსახურებების ანგარიშებთან. ასეთი გზით გაზიარებული მონაცემები დაექვემდებარება მესამე მხარის კონფიდენციალობის შესახებ პოლიტიკას და მასზე არ გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადება.
  • eFolio პროგრამა. თუ თქვენ ხართ იმ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს Marriott ჯგუფის eFolio პროგრამაში და ჯავშნით თქვენს ოთახს კორპორატიული კოდის გამოყენებით ან იხდით თქვენს ხარჯებს კორპორატიული საკრედიტო ბარათის გამოყენებით, თქვენი ფილიოს ექსტრაქცია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თქვენთვის მოწოდებული საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა გაეგზავნოს თქვენს კომპანიას და თქვენი საკრედიტო ბარათის კომპანიას. ეს კონფიდენციალურობის განცხადება არ ვრცელდება თქვენს იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელსაც მართავს თქვენი დამსაქმებელი, საკრედიტო ბარათის კომპანია ან ბანკი, და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ პრაქტიკაზე.

სხვა გამოყენებები და განმარტებები: 

ჩვენ გამოვიყენებთ და გავამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას ისე, როგორც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ ან სათანადოდ, რათა: (ა) დავიცვათ შესაბამისი კანონი, მათ შორის, თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კანონები; (ბ) დავიცვათ სამართლებრივი პროცესი; (გ) პასუხი გავცეთ მოთხოვნებს შემოსული საჯარო და სამთავრობო დაწესებულებებიდან, მათ შორის თქვენი ქვეყნის გარეთ არსებულ დაწესებულებებს და დავაკმაყოფილოთ ეროვნული უსაფრთხოების ან სამართალდამცავთა მოთხოვნილებები; (დ) აღვასრულოთ ჩვენი დადგენილებები და პირობები; (ე) დავიცვათ ჩვენი ოპერაციები, მაგალითად, Marriott Group-ის ბიზნესის სრული ან ნაწილის, აქტივის ან აქციების რაიმე სახის რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყიდვის, ერთობლივი საწარმოს, დავალების, გადაცემის ან სხვა განაწილების (მათ შორის, ნებისმიერი გაკოტრების ან მსგავსი პროცესის სამართალწარმოების დროს) შემთხვევაში; (ვ) დავიცვათ Marriott Group-ის ბიზნესის, თქვენი ან სხვების უფლებები, კონფიდენციალობა, უსაფრთხოება ან საკუთრება; და (ზ) საშუალება მოგვცეს გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი საშუალებები ან შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განვიცადოთ.

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ან გავამჟღავნოთ სხვა მონაცემები ნებისმიერი მიზეზით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას გვიკრძალავს შესაბამისი კანონი.

დასაწყისში დაბრუნება

თქვენი მონაცემები, თქვენი არჩევანი: თქვენი კონფიდენციალობის უპირატესობები და უფლებები

Marriott-ში გვჯერა, რომ თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ინფორმაციას და ქვემოთ მოცემულ არჩევანს, რათა გამოხატოთ თქვენი უპირატესობები: რას და რა ოდენობით აზიარებთ ჩვენთან და როდის და როგორ დაგიკავშირდეთ.

კომუნიკაცია და უპირატესობები 

  • იმისთვის რომ შეცვალოთ, როგორ და რა სიხშირით გვაქვს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს თქვენთან კომუნიკაცია, გთხოვთ შეხვიდეთ თქვენი ერთგულების ანგარიშის პროფილზე და მონიშნოთ საკომუნიკაციო უპირატესობები.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოწერის გაუქმების ბმული, რომელიც მოთავსებულია ჩვენი ნებისმიერი კომუნიკაციის ქვემოთ.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღარ გსურთ მარკეტინგული ელ-ფოსტის მიღება, შეგიძლიათ ამაზე განაცხადოთ უარი ჩვენს გამოწერის გაუქმების გვერდიდან ან მიჰყევით ჩვენ მიერ გამოგზავნილ, მსგავსი შინაარსის ელ-ფოსტაში მითითებულ ინსტრუქციას.
  • დამატებით, შეგიძლიათ განაცხადოთ უარი მარკეტინგული ელ-ფოსტების მიღებაზე წერილის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: კლიენტთა ინტერნეტ მომსახურება – გამოწერის გაუქმება, 1818 North 90 Street, Omaha, Nebraska 68114-1315 აშშ.
  • შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ განაცხადებთ უარს მარკეტინგული ელ-ფოსტის მიღებაზე, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ტრანზაქციული შეტყობინებების გაგზავნას თქვენს ჯავშნებთან ან ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის ვიზიტამდელი, დადასტურების და სტუმრების კმაყოფილების გამოკითხვებს.
  • თუ გსურთ დაარეგულიროთ თქვენი ვიზიტის უპირატესობები, შედით თქვენი ერთგულების ანგარიშზე და აირჩიეთ ოთახის პარამეტრები, ვიზიტის უპირატესობები.

მზა ჩანაწერები და სხვა მონაცემები 

ქუქი ფაილებთან და სხვა მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი არჩევანის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ზემოთ მოცემული განყოფილება ქუქისს და სხვა მონაცემთა ქუქი ფაილების და სხვა მონაცემების შესახებ.

როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ცვლილება, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება 

როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთან გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ცვლილება, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების ელექტრონული ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (იმდენად, რამდენადაც ეს თქვენთვის არის დაშვებული კანონით), გთხოვთ მოინახულოთ ჩვენი ინდივიდუალური უფლებების პორტალი და შეავსოთ ეს ფორმა Open in a new browser tab. ჩვენს ფორმასთან ან პროცესებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე privacy@marriott.com. გთხოვთ ასევე იხილეთ, დაგვიკავშირდით.

თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ელექტრონულ მისამართთან და/ან ერთგულების ანგარიშის ნომერთან, რომელსაც თქვენ აიდინტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში, და ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება გარკვეული მოთხოვნების შესრულებამდე. კანონით დასაშვებ ფარგლებში ჩვენ შესაძლოა დაგაკისროთ სათანადო გადასახადი, რათა დავფაროთ თქვენი მოთხოვნის პასუხთან დაკავშირებული ხარჯები.

Marriott-ი აცნობიერებს და პატივს სცემს ჩვენი სტუმრების კონფიდენციალობას და შეეცდება, დაიცვას თქვენი მოთხოვნა გონივრულ ვადაში შესაბამისი კანონის ფარგლებში.

თუ თქვენ მოგვეცით თანხმობა კონკრეტულ ქმედებებთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ჩვენთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულია ქვემოთ ნაწილში „დაგვიკავშირდით“.

დასაწყისში დაბრუნება

სხვა მნიშვნელოვანი დებულებები

Marriott Group-ის არაწევრი უწყებები 

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ არ არის მიმართული და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონფიდენციალობაზე, მონაცემებსა ან სხვა პრაქტიკებზე, Marriott Group-ის გარე უწყებებზე, მათ შორის ფრანშიზებზე, მფლობელებზე, ავტორიზებულ ლიცენზიატებზე, სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორებსა ან ნებისმიერ მესამე მხარეზე, რომლებიც ოპერირებენ ნებისმიერ საიტს ან სერვისს, დაკავშირებული გადახდის მომსახურებასთან, ერთგულების პროგრამასთან ან ვებ-გვერდთან, რომელიც ჩვენი საკუთრებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პროვაიდერების მიმღებ გვერდზეა. ბმულის ჩართვა ონლაინ სერვისებზე ჩვენი მხრიდან არ გულისხმობს მიბმული ვებ-გვერდის ან სერვისის გამოყენების მხარდაჭერას. ჩვენ ზოგადად არ გვაქვს კონტროლი, და არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე მხარის მიერ თქვენ შესახებ მოპოვებულ, გამოყენებულ თუ გამჟღავნებულ პერსონალურ მონაცემებზე.

ამის გარდა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ორგანიზაციების მიერ მონაცემთა შეგროვებაზე, გამოყენებაზე, გამჟღავნებაზე, ან უსაფრთხოების პოლიტიკასა ან პრაქტიკაზე, როგორებიცაა Facebook, Apple, Google, Microsoft, RIM ან სხვა ნებისმიერი აპლიკაციის დეველოპერი, აპლიკაციის პროვაიდერი, სოციალური ქსელის პლატფორმის პროვაიდერი, ოპერაციული სისტემის პროვაიდერი, უკაბელო სერვისის პროვაიდერი ან მოწყობილობის მწარმოებელი, მათ შორის ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ უზიარებთ სხვა ორგანიზაციებს აპლიკაციების ან ჩვენი სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით.

უსაფრთხოება 

ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ გონივრული ორგანიზაციული, ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომები პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის სისტემა არ არის 100%-ით გარანტირებული, რომ იქნება უსაფრთხო. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან აღარ არის უსაფრთხო (მაგალითად, თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება კომპრომეტირებულია), გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ „დაგვიკავშირდით“-ის ქვემოთ არსებული განყოფილების მიხედვით.

შენარჩუნება 

ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ კონფიდენციალობის შესახებ განაცხადებაში აღწერილი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხანგრძლივი შენარჩუნების პერიოდი, სავალდებულო ან ნებადართულია კანონით.

კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი შენარჩუნების პერიოდების დასადგენად, მოიცავს:

  • დროის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც ჩვენ გვაქვს თქვენთან მიმდინარე ურთიერთობა და გაწვდით სერვისებს (მაგალითად მანამ, სანამ ჩვენთან გაქვთ ანგარიში ან სარგებლობთ მომსახურებებით)
  • სამართლებრივი ვალდებულების შემთხვევაში, რომელსაც ვექვემდებარებით (მაგალითად, გარკვეული კანონები გვავალდებულებს, რომ შევინახოთ თქვენი ტრანზაქციების ჩანაწერები რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ წავშლით)
  • მიზანშეწონილია თუ არა შენარჩუნება ჩვენი სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (როგორიცაა, შეზღუდვების დებულებები, სამართალწარმოება ან მარეგულირებელი გამოძიებები)

სენსიტიური მონაცემები 

კონკრეტული მოთხოვნების გარდა, გთხოვთ, რომ არ გამოგვიგზავნოთ, არ გაგვიმხილოთ, სერვისების საშუალებით ან უშუალოდ ჩვენ, ნებისმიერი სენსიტიური პერსონალური მონაცემები (მაგალითად, სოციალური უსაფრთხოების ნომერი, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, პასპორტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი; საკრედიტო და სადებეტო ბარათის მონაცემები ან ფინანსური ანგარიშის ნომერი, ნებისმიერი პაროლით ან პაროლის გარეშე, რომელიც ანგარიშზე წვდომას , საკრედიტო ისტორია; ან ინფორმაცია რასობრივი კუთვნილების შესახებ, რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, სქესობრივი ცხოვრება ან პრაქტიკა ან სექსუალური ორიენტაცია, სამედიცინო ან ჯანმთელობის შესახებ ინფორმაცია, გენეტიკური ან ბიომეტრიული ინფორმაცია, ბიომეტრიკა, პოლიტიკური ან ფილოსოფიური შეხედულებები, პოლიტიკური ან სავაჭრო გაერთიანებაში წევრობა, ინფორმაცია წარსულის შესახებ, სასამართლო ინფორმაცია, ისეთი როგორიცაა კრიმინალური წარსულის ჩანაწერები, ან ინფორმაცია ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეების და სანქციების შესახებ).

არასრულწლოვანთა მიერ სერვისების გამოყენება 

მომსახურება არ არის განკუთვნილი თექვსმეტ (16) წლამდე ასაკის პირებისათვის და ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ არ წარმოადგინონ პერსონალური მონაცემები სერვისების მეშვეობით.

ტრანსფერი საზღვრის კვეთით 

Marriott Group არის გლობალური ორგანიზაცია და გლობალურ სერვისებს გთავაზობთ. მონაცემების გაზიარება საზღვრის კვეთით არსებითია სერვისებისთვის, რათა თქვენ მიიღოთ ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შედეგად, კანონის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც მოვაგროვეთ სერვისებთან დაკავშირებით, გავაგზავნით იმ ქვეყნების ორგანიზაციებთან, სადაც მონაცემთა დაცვის სტანდარტები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ქვეყანის სტანდარტებისაგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. Marriott Group-ის ბრენდირებული ობიექტების სტუმრობის ან მათში დარჩენის, ჯავშნის გაკეთების, Marriott Group-ის ბრენდირებული მომსახურებით სარგებლობისას, აცნობიერებთ, რომ თქვენს პერსონალურს მონაცემებს გადავცემთ გლობალურად.

გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან უსაფრთხოების სხვა ორგანოებს იმ სხვა ქვეყნებში ექნებათ თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის უფლება.

ზოგიერთი ევროპის ეკონომიკური ზონის არაწევრი ქვეყანა, ევროკომისიის მიერ აღიარებულია, როგორც მონაცემთა დაცვის, ევროპის ეკონომიკური ზონის სტანდარტის, ადეკევატური დონის მქონე (ამ ქვეყნების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია აქ) Open in a new browser tab.

კონფიდენციალობის დაცვის დამოწმება 

Marriott International, Inc. –მა და მისმა ზოგიერთმა აშშ–ს შვილობილმა კომპანიებმა ადრე მიიღეს ევროკავშირი-აშშ-ს და შვეიცარია-აშშ-ს კონფიდენციალურობის დაცვის სერტიფიკატი Open in a new browser tab, 2020 წლის 16 ივლისამდე EEA, შვეიცარიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში გადაცემული პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და შენარჩუნების შესახებ. ჩვენი სერტიფიკატები შესაძლებელია მოიძიოთ: www.privacyshield.gov/list Open in a new browser tab. კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.privacyshield.gov Open in a new browser tab. გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავცეთ მონაცემები სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების გაფორმების საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენი პრეტენზიების მართვის პრაქტიკასთან და კონტაქტებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ ჩვენს ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის სტუმრების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.. იმის გამო, რომ თქვენთან ელ-ფოსტით კომუნიკაცია ყოველთვის ვერ იქნება დაცული, გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ ინფორმაცია საკრედიტო ბარათზე ან სენსიტიური მონაცემები.

განახლებები წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში. 

წარწერა „ბოლოს განახლებული“ ამ გვერდის თავზე მიუთითებს, თუ როდის მოხდა წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადების განახლება. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ შესწორებულ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებას ონლაინ სერვისებზე. თუ თქვენ გსურთ გადახედოთ ამ ცვლილების შემდეგ სერვისების გამოყენების დებულებას, რომელიც ძალაში შევიდა შესწორებისთანავე, გთხოვთ დაუკავშირდით privacy@marriott.com.

დასაწყისში დაბრუნება

დაგვიკავშირდით

ამ კონფიდენციალობის განცხადებასთან დაკავშირებული შეკითხვებისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით privacy@marriott.com, ან ფოსტით, მისამართზე:

Marriott International, Inc.
Global Compliance, Privacy
10400 Fernwood Road
Bethesda, MD 20817
ამერიკის შეერთებული შტატები

Marriott Hotels Limited
Global Compliance
Barnard’s Inn
86 Fetter Lane
ლონდონი EC4A 1EN
გაერთიანებული სამეფო
 

დამატებითი ინფორმაცია

მონაცემთა მაკონტროლებელი

Marriott Group მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებელი თავიანთ მფლობელებთან და ფრანშიზებთან ერთად, რომლებსაც აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ ქვემოთ აღწერილის შესაბამისად:

მფლობელები: გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო, რომელიც დაჯავშნილია თქვენი დაბინავებისთვის, შეიძლება არ ეკუთვნოდეს Marriott Group-ს, ჩვენ ვუმჟღავნებთ მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრებების მფლობელებს იმ დანიშნულებისთვის, რომელიც აღწერილია განცხადებაში გლობალური კონფიდენციალობის შესახებ. მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისთვის და შესაბამისად კლასიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები, რათა დაიცვან თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერების ანგარიშგება.

ფრანშიზები: აგრეთვე, ზოგი Marriott ბრენდირებული სასტუმროს ფლობა და ოპერირება ხდება Marriott Group-თან დადებულ ფრანშიზული ხელშეკრულების ფარგლებში. ამგვარად, ჩვენ ვუმჟღავნებთ მონაცემებს მხოლოდ Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრებების ფრანშიზებს იმ დანიშნულებისთვის, რომელიც აღწერილია განცხადებაში გლობალური კონფიდენციალობის შესახებ. ფრანშიზებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისთვის და შესაბამისად კლასიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები, რათა შეძლონ სასტუმროებში თქვენი დაბინავების მართვა და კოორდინირება, და დაიცვან თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა და ჩანაწერების ანგარიშგება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ:

  • დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს ქვეყანასა თუ რეგიონზე, ელ-ფოსტით მისამართზე MarriottDPO@marriott.com. თქვენს ელწერილში, გთხოვთ მიუთითეთ ქვეყანა, რომლიდანაც გვიკავშირდებით
  • შეიტანეთ საჩივარი თქვენი ქვეყნის ან რეგიონის მონაცემთა დაცვის ორგანოში, ან იქ, სადაც დაფიქსირდა შესაბამისი მონაცემთა დაცვის კანონის სავარაუდო დარღვევა http://ec.europa.eu/newsroom/article29/item-detail.cfm?item_id=612080 Open in a new browser tab.

დასაწყისში დაბრუნება